გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის შემდეგ ლავროვს პირველად შეხვდა

26-09-2026

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდა, - წერს გერმანული გამოცემა Die Zeit.


გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფულმი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.


აქვე აღნიშნულია, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, გერმანული მხარის ინიციატივით შედგა და ის 15 წუთს გაგრძელდა.


შეხვედრა გაეროს შენობის რუსეთის მხარეს მდებარე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.


შეხვედრის შემდეგ გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ვადეფულმა რუს კოლეგას მოუწოდა, რუსეთმა შეწყვიტოს ესკალაცია გერმანიის, ევროპისა და ნატოს მიმართ.