გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების

26-09-2026

მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია ხან არჩევნებზე საუბრობს, ხან ქუჩაზე, იქაც და იქაც არიან წარუმატებლები. 


„ერთადერთი საინტერესო პაატა ბურჭულაძის განცხადებაში არის სწორედ ეს პასაჟი - მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით. არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების. ხან არჩევნებზე საუბრობენ, ხან ქუჩაზე, სინამდვილეში იქაც და იქაც არიან წარუმატებლები. რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ არ აქვთ პრინციპები, მათ არ უყვართ ქვეყანა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი ვერ აღწევენ და ვერც მიაღწევენ ვერავითარ წარმატებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.