კასპის სოფელ ზემო ხანდაკში, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, კასპის ბატალიონის მეთაურის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
27-09-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის, გვარდიის კასპის ბატალიონის მეთაურის პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვისას გმირულად დაიღუპა.
ღონისძიება მის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის სკვერში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
ტარიელ შარიფაშვილის საბრძოლო ეპიზოდები გაიხსენა თანამებრძოლმა, ააიპ ვეტერანთა საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა.
ტარიელ შარიფაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გმირის ხსოვნის პატივსაცემად კონცერტი გამართეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ლევან ამირიძე, შიდა ქართლში
ააიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ზვიად სიბაშვილი, თანამებრძოლები, მეუღლე, ქალიშვილი, შვილიშვილი და თანასოფლელები.