გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დღეს მსოფლიო ტურიზმის დღეა

27-09-2026

მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


„ტურიზმი მოგზაურობაზე მეტია - ეს არის ადამიანების შეხვედრა, ახალი კულტურების აღმოჩენა და ემოციები, რომლებიც მოგზაურობის დასრულების შემდეგაც გვრჩება.


საქართველოში კი სტუმართმოყვარეობა ის განსაკუთრებული ძალაა, რომელიც სტუმარს არა მხოლოდ გულით ხვდება, არამედ უკან დაბრუნების სურვილს უჩენს.
სწორედ ეს არის საქართველო - ქვეყანა, სადაც ჩამოდიხარ სტუმრად და ხშირად ბრუნდები მეგობრად.


მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს.


ერთად გავაგრძელოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარება და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში!“, - წერია ინფორმაციაში.