გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას

27-09-2026

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე განუცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო  და მემორიალი გვირგვინით შეამკო.


მთავრობის მეთაურის თქმით,  მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.


„27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს და პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე. ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება. სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი  გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მათიო ოცნების ასახდენად", - განაცხადა პრემიერმა.