გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: თავადაც ხედავენ, რომ საერთოდ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი, როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას

27-09-2026

არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ისინი თავადაც ხედავენ, რომ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი.


„თავადაც ხედავენ, რომ საერთოდ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი. ეს რაოდენობითაც და შინაარსითაც არის გამოხატული. არ არსებობს
რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას. ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გარდა მართლა სექტანტობისა. როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას,"- აღნიშნა პრემიერმა.