გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაპონიაში უშიკისა და ჰაკონეს რეგიონებს ეწვია

28-09-2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, უშიკისა და ჰაკონეს რეგიონებს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე  რეგიონული ტურიზმის განვითარების მიმართულებით იაპონიის გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრებისას ასევე  საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.


იაპონიის რეგიონებში ვიზიტის ორგანიზატორი იაპონიაში საქართველოს საელჩო იყო. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.