გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბაღებსა და სკოლებში არდადეგები შესაძლოა გახანგრძლივდეს

8-01-2019

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არდადეგების პროცესი გახანგრძლივდეს.


ამის მიზეზი ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელია.


არსებული მონაცემებით, აღნიშნული ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა დღეის მდგომარეობით 10-ს აღწევს.


საგანგებო რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური.


„დღეისთვის ლაბორატორიულად 162 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის, იქ, სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, სამწუხაროდ უკვე 10 გარდაცვლილია. ჩვენ დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით, შემდგომ, ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები არდადეგების გახანგრძლივების შესახებ ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ,"-განაცხადა გამყრელიძემ.