გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

29-09-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა,   ინდივიდუალური მეწარმე   ვ.  ზ.-ს  კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი)  შეამოწმეს.


სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა , რომ მეწარმე  სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.   ასევე , დაფიქსირდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად , ბიზნესოპერატორი  დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
 
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები