გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

1-10-2026

ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ბაქოს ექსპო ცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.  ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე. 


ბაქოს ექსპო ცენტრში საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებს, თავდაცვით აღჭურვილობებს, მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, კომპიუტერულ, რეკოგნოსცირებისა და კიბერუსაფრთხოების სისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, უპილოტო საფრენ და სახმელეთო აპარატებს.


ADEX 2026 აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მრეწველობის  სამინისტროს ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მხარდაჭერით იმართება. სამხედრო ინდუსტრიულ გამოფენას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო. საერთაშორისო გამოფენა რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.