4-10-2026
„ალდეს“ პარტიის პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოტიენი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
ისინი ოფიციალური განცხადებით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს და საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას მოითხოვენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სანქციები დაუყონებლივ უნდა ამოქმედდეს. მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლას ასახელებენ. კერძოდ, ALDE-ს განცხადებით, საქართველოში გერმანული „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ოფისის დახურვა დამოუკიდებელ ხმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და თვალი არ დახუჭოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. შეგახსენებთ, კაია კალასი და მარტა კოსი ამავე ალიანსის ლიდერები არიან.