გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინა

5-10-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 850 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 353 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.


2026 წლის 9 თვეში დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 285 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში.  სამეგრელო-ზემო სვანეთში - 220,  კახეთში - 193, იმერეთში - 166,  სამცხე-ჯავახეთში - 89, გურიაში - 57, ქვემო ქართლში - 56,  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 50,  შიდა ქართლში - 42,  მცხეთა-მთიანეთში კი - 38.

7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.


ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.