გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლაშა ავალიანი რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

7-10-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი რაჭული ლორის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე ტრადიციული რაჭული ლორის შესაბამისი სტანდარტით დამზადების და  წარმოების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.


„მოგეხსენებათ, გეოგრაფიული ადგილწარმოშობის პროდუქტების განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და იმ უნიკალური პროდუქტების წარმოჩენას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს უკავშირდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია როგორც ხარისხის შესაბამისი მოთხოვნების დაცვა, ისე ტრადიციული წარმოების გამოცდილების შენარჩუნება და განვითარება. ასეთი პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის გასტრონომიული მიმართულების განვითარებასა და ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.