გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია

7-10-2026

ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ეხება.


პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია.


„ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა პრემიერმა.