8-10-2026
თიბისი The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ის გამარჯვებულია. ბანკმა საერთაშორისო აღიარება ექვს ნომინაციაში მოიპოვა; მათ შორის, გლობალურ ნომინაციაში - საუკეთესო ციფრული გამოცდილება ვადიანი ანაბრებისთვის.
გლობალური ჯილდო თიბისიმ ვადიანი ანაბრების სრულად ციფრული გამოცდილებისთვის მიიღო. მობაილბანკში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვადიანი ანაბრების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ საჭიროებასა და მიზანს პასუხობს - პირადი მიზნისთვის თანხის ეტაპობრივად დაგროვებას, სხვებთან ერთად საერთო მიზნისთვის დაზოგვასა თუ უკვე არსებული დანაზოგის სარგებლის მისაღებად განთავსებას.
მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარ გეგმებსა და სურვილებს მოარგონ ანაბრის ტიპი, ვადა და ვალუტა, გახსნან სასურველი პროდუქტი და მართონ დანაზოგი სრულად ციფრულად, ფილიალში ვიზიტის გარეშე. ეს გამოცდილება დაზოგვასა და ფინანსური მიზნების დაგეგმვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დანაზოგი საკუთარი საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესაბამისად მართონ.
The Digital Banker-მა აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით, თიბისის კიდევ ხუთი ჯილდო მიანიჭა:
თიბისისთვის ეს ჯილდოები მხოლოდ მიღწეული შედეგის აღიარება არ არის - ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მომხმარებლების საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნილი მარტივი და ინოვაციური გამოცდილება, ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს უფრო და უფრო ამარტივებს.