გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

8-10-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მაშველის სარწყავ სისტემაზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. სოფელ იანეთში წყალგამანაწილებელი არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისგან იწმინდება.


განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ იანეთში დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სამელიორაციო მომსახურება.


მიმდინარე სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ დასავლეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა მამუკა ლოსაბერიძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან ერთად დაათვალიერა.


„საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოწესრიგების სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების სამელიორაციო მომსახურებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდა.