გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის

8-10-2026

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის", - განცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO-ს ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი ბავშვების დიდ ინტერესს გაუსვა, რაზეც მისი თქმით, მეტყველებს ის, რომ
ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე უკვე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.


„ძალიან საინტერესო კლასებია, როგორიცაა ფოტოგრაფიის, დიზაინის, რობოტიკის და სხვა მიმართულებები, მათ შორის მუსიკალური და ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ასეთ დიდ ინტერესს ბავშვების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ TUMO-ს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ განავითარონ მათი უნარ-ჩვევები სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმართულებით. ქუთაისის ტექნოლოგიური ცენტრი სწორედ ამ მთავარ ღირებულებას ატარებს - ჩვენ გავაერთიანეთ ტექნოლოგიების მიმართულება სხვადასხვა კუთხით და მათ შორის შემოვიტანეთ სასწავლო-საგანმანათლებლო კომპონენტი, რაც დაეხმარება, პირველ რიგში, იმერეთის რეგიონში მყოფ ბავშვებს და მოსწავლეებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის ახალგაზრდებს ციფრული, ტექნოლოგიური და კრეატიული მიმართულებებით განვითარებაში ეხმარება. ის საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც, ქუთაისის ტექნო ჰაბში.