გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

9-10-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები გამოავლინეს, რომლებიც საქმიანობას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ეწეოდნენ.


არაგეგმური შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები გ. კ. (მის: ტრანსპორტის ქ. N1), ც.ქ. (მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია) , ნ.კ. (მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია)- არ იყვნენ რეგისტრირებულნი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, კვების ობიექტებში დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები (სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია).


გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.


სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები.