გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე მათ მიმართ

11-10-2026

ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს ადამიანები სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.


„ორმაგ სტანდარტებს ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში. ერთი მხრივ, საერთოდ ვერ ხედავენ იმ უხეშ გადაცდომებს, რომლებსაც აქვს ადგილი დემონსტრანტების მიმართ მიდგომის კუთხით და მეორე მხრივ, მშვიდობიან დემონსტრაციას უწოდებენ ძალადობრივ აქციებს და როდესაც პოლიციას უწევს ძალის გამოყენება ძალადობრივი აქციების მიმართ, ამას უწუნებენ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის ცალსახად ორმაგი სტანდარტი და ეს ორმაგი სტანდარტებიც უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,"- აღნიშნა პრემიერმა.