გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთსა და თერჯოლაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

13-10-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და იმერეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

დეპარტამენტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა რომ ფიზიკურ პირები ნ. მ. (მისამართი: ქობულეთი, დაბა ჩაქვი, მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) და ქ. კ. (მისამართი: თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ფრინველის დაკვლას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელბდნენ.


ობიექტებზე დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნებიც. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა.