გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

15-10-2026

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.


„საუბარი შეეხო მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს სხვადასხვა, როგორც ლოგისტიკის, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით და მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის, სტუმარმასპინძლობის მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.


საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით არაბთა გაერთიანებული საამიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრ აბდულა ბინ ტუქ ალ მარისთან.