გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი ოპოზიციაზე: ამ ძალებს არსად აქვთ შანსი: არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელი მოეცარათ

16-10-2026

ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენი რამეც დააანონსეს, ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი - ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და მეორე - არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის, სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.


მისივე თქმით, მათი ყველა გეგმა, საბოლოო ჯამში, წარუმატებლობისთვის არის განწირული.


„ასეთ პირობებში, შეუძლებელია, მიაღწიო რაიმე წარმატებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეჰყურებდნენ საკუთარ პატრონებს საზღვარგარეთ, თუმცა ხედავთ, რომ ისინიც ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, სასოწარკვეთილებაში არიან და ასეთ დროს აკეთებენ მორიგ განცხადებებს ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ყველა ეს გეგმა, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული,"- აღნიშნა პრემიერმა.