გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარის განცხადებაზე: უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება

16-10-2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარის განცხადებას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა 15 ან თუნდაც 20 წელი დასჭირდეს.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ეჭვი ეფუძნება კონკრეტულ ლოგიკას, ამ ლოგიკას აქვს პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური საფუძველიც.


„უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, ეს არის მაგალითად ტექნიკური ფინანსური მიზეზი. არის ბევრი სხვა მიზეზი, რაც მთავარია, არის პოლიტიკური მიზეზები, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.