გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აბელ აბესაძე ჟენევაში IGF-ის 22-ე, ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო

19-10-2026

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე ჟენევაში, სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მთავრობათაშორისი ფორუმის (IGF) 22-ე, ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც 110 ქვეყნის წარმომადგენელი და 400-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.


შეხვედრის მთავარი თემა „ნდობა ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ინკლუზიურობისა და მდგრადობის გაძლიერება მინერალური რესურსების ღირებულებათა ჯაჭვებში“ იყო. 


შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მინერალური რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებაზე, კრიტიკული მინერალების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის სამართლიან განაწილებასა და სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრად განვითარებას.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, სამთო-მოპოვებით სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.


ღონისძიების ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამთავრობათაშორისო ფორუმის სამთო აკადემია (IGF Mining Academy), რომლის მიზანია უზრუნველყოს მინერალური რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის მიმართულებით ცოდნის გაზიარება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ წევრი და დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი ქვეყნების სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც  ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის, გამჭვირვალობის, მინერალური რესურსების ადგილობრივი გადამუშავებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობას სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრადი განვითარებისთვის.