20-10-2026
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს.
„რამდენადაც ვიცი, უკრაინასთან ოფიციალური სამეკავშირეო შეთანხმება არ გვაქვს. უკრაინა ნატოს წევრი არ არის. არ ვფიქრობ, რომ ის ნატოში უნდა შევიდეს. ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა აღფრთოვანებას იმსახურებს, შესანიშნავი ქვეყანაა მრავალი შესანიშნავი ადამიანით. ჩვენ მათთან გარკვეულ საკითხებზე ვითანამშრომლებთ, მაგრამ ზოგ საკითხში ჩვენი პოზიციები განსხვავდება“, - განაცხადა ვენსმა.
ამასთან, როგორც ვენსმა აღნიშნა, უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს.