21-10-2026
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩიტიშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხვითის, ასევე სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების მოწესრიგება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები ცხაურებით და ეზოში შესასვლელები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთიმოწყობილი გზით ისარგებლებენ.