გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო COP17-ში მონაწილეობს

21-10-2026

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო სომხეთის დედაქალაქ ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში (COP17) მონაწილეობს.


კონფერენციის ფარგლებში სააგენტო წარადგენს პრეზენტაციას საქართველოში სახეობათა აღდგენისა და კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.


პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კეთილშობილი ირმის, ქურციკის, ნაკადულის კალმახის, კაკბის, გნოლისა და კოლხური ხოხბის აღდგენისა და აღწარმოების პროგრამები, ასევე ნიამორის რეინტროდუქციის პროექტი.


აღნიშნული ღონისძიებები სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2025 წელს დაამტკიცა. გეგმა შესაბამისი სახეობების რეინტროდუქციისა და აღწარმოების ღონისძიებებს ითვალისწინებს.


COP17-ში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სახეობათა აღდგენის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებას და ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.