გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ანზორ ჩუბინიძემ ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“ მიიღო მონაწილეობა

23-10-2026

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი-2026“. ფორუმი ქალაქ პეკინში ჩატარდა, რომელიც ფოკუსირებული იყო ტერორიზმთან ბრძოლის პრაქტიკული თანამშრომლობისა და ანტიტერორისტული შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.


ანზორ ჩუბინიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ შესაძლებლობებს, მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას, ნდობასა და დროულ კოორდინაციას.


ვიზიტის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, სპეციალური დაცვის ბიუროს დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი პროფესიული ურთიერთობა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.