გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

23-10-2026

ლოს-ანჯელესში გამართულ Kong Innovator Awards 2026-ზე თიბისიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ნომინაციაში Top Kong Innovator – Developer Experience გაიმარჯვა. ჯილდო თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტისთვის - API-ინტეგრაციის პლატფორმის განახლებისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესებისთვის გადაეცა.


გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, თიბისი ცენტრალიზებული ინტეგრაციის მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადავიდა. ცვლილების შედეგად, პროდუქტულ გუნდებს API-ების დამოუკიდებლად მოძიების, გამოყენების, გამოქვეყნებისა და მართვის შესაძლებლობა მიეცათ; ცენტრალური გუნდი კი, პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე კონცენტრირდა. ამ ახალმა მიდგომამ ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შეამცირა.


განახლებული პლატფორმა თიბისის 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს. ეს შედეგები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანობას აჩვენებს და ქმნის უფრო მოქნილ, მასშტაბირებად საფუძველს მომავალი ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის.


ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე - Kong API + AI Summit 2026 - თიბისის წარმომადგენლებმა - სერგო როსტიაშვილმა (პლატფორმების ლიგის ლიდერი) და ვატო ველიაშვილმა (პროდუქტის მფლობელი/გუნდის კაპიტანი) აუდიტორიას თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი წარუდგინეს და ბანკის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციაში Kong-ის ხელმძღვანელებთან ერთად ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Spotify, Dell, Prudential და Ericsson.


Kong Innovator Awards 2026-ზე მიღებული აღიარება ადასტურებს თიბისის ტექნოლოგიური გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობას - როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვის, ისე მუშაობის მოდელის გარდაქმნისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით.