გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოვლინდა

23-10-2026

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık", 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა.


აღნიშნული ზეთის ნიმუშში გლიციდოლის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერებისა და 3-MCPD-ისა და მისი ცხიმოვანი მჟავების ეთერების მომატებული შემცველობა დაფიქსირდა. კვლევა ჩატარდა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის "BIOR"-ის ლაბორატორიაში.


ლაბორატორიული კვლევის შედეგი ეხება კონკრეტულ ნიმუშს და არ ადასტურებს იმავე მწარმოებლის სხვა პროდუქტის ან პარტიის შეუსაბამობას. სააგენტო აგრძელებს შესაბამისი ინფორმაციის შესწავლასა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

სურსათის საიდენტიფიკაციო მონაცემებია:


სავაჭრო ნიშანი: „Ayvalık";
შეფუთვა: 5 ლიტრიანი თუნუქის ტარა;
შტრიხკოდი: 8693465410990;
მწარმოებლის სარეგისტრაციო ნომერი: TR-10-K-042281.
ზეთებსა და ცხიმებში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წელს დაიწყო.

დღეისათვის აღებულია ზეთისა და ცხიმის 71 ნიმუში.