გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

24-10-2026

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს.

 

ფიცის დადების ცერემონიალზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.

 

ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

იუნკრებმა გაიარეს ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მომავალი ოფიცრები კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.