გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სვანეთში მაშველებმა რუსი ტურისტი ზვავისგან იხსნეს

11-01-2019

სვანეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგად რუსი ტურისტი დაშავდა.


მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და გაუკვალავ თოვლში სრიალებდნენ, მოულოდნელად სტიქიის ზონაში მოყვნენ. ზვავში მოყოლილი ერთ-ერთი ტურისტი მსუბუქად დაშავდა.

თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინა, ამ დროისთვის ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს. 


sputnik-georgia.com