გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს; როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად

26-10-2026

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომიდან, სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე საუბრობს. მისი თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას ქართული ჯარების კორდინატებს, განლაგებასა და დასაბომბ ადგილებს აწვდიდა.


სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე უნდა გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა.


„როინ შავაძის მკვლელობა რომ არ გამოიძიეს, როინ შავაძე ვინ იყო? ხო არ ბნელა მართლა, როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, საქართველოს სტრუქტურების თანამშრომელი, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში რუსულ დაზვერვას. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად, როგორც შკრილნიკოვი გაუშვეს, გევორქიანი გაუშვეს, რატიშვილი გაუშვეს და ასე შემდეგ.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.