გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გრიპის ვირუსის გავრცელების გამო ე.წ. საზღვარი ოკუპირებულ ცხინვალშიც დაიკეტა

11-01-2019

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დახურვის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.


„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დღეიდან ე.წ. საზღვარზე ასევე გადაადგილება შეზღუდა.

 

imedinews.ge