27-10-2026
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ბეჰ სუან გინს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ნადარეიშვილმა ბეჰ სუან გინს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა და ტექნოლოგიური სექტორის განვითარების მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებასა და ერთობლივი მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული დერეფნის პროექტზე, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას ჩაუყრის საფუძველს. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას რეგიონულ ციფრულ და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი ოთხი გლობალური აქსელერატორის საქმიანობაზე, ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე და ქვეყნის ხელსაყრელი ბიზნესგარემოზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ ეს პირობები რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და განვითარების მიმზიდველ შესაძლებლობებს ქმნის.
ქართულმა მხარემ სინგაპურელ პარტნიორებს ასევე გააცნეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა და მისი როლი ტექნოლოგიური განათლების, ინოვაციებისა და ციფრული უნარების განვითარებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.