გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მცხეთა-მთიანეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს

28-10-2026

მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2027 წელს განსახორციელებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრისას ადგილობრივი გამოწვევები და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული.


ამ საკითხებზე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა მცხეთაში, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.


შეხვედრაზე განიხილეს სარწყავი სისტემების არსებული მდგომარეობა, მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

„კომპანია 2027 წლის სამელიორაციო სამუშაოების გეგმას არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს გამოწვევების დროულ გამოვლენასა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

შეხვედრას „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.