გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო - SWITCH-ზე საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი ეროვნული პავილიონით - „StartUP in Georgia"

28-10-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის- სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულის (SWITCH 2026) გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ფორუმი სინგაპურის ვიცე-პრემიერმა, გან კიმ იონგმა გახსნა.


SWITCH-ზე საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი ეროვნული პავილიონით - „StartUP in Georgia".


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით ფორუმში ქართული სტარტაპები (Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester) მონაწილეობენ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ სტრატეგიული კონტაქტები, შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს და გლობალურ ბაზრებზე გასვლის რეალური გზები დასახონ.


სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.


SWITCH 2026-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.