| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
30-10-2026
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მურჯახეთის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 330 000 ლარია, ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. შედეგად, 1527 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასევე დაგეგმილია ორლოვკა-სპასოვკის სათავე ნაგებობისა და მურჯახეთის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური საორიენტაციო ღირებულება 1 188 499 ლარია. მათი განხორციელების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 4 227 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უფრო მასშტაბური პროექტებიც იგეგმება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ლომატურცხის სათავე ნაგებობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ნინოწმინდაში ზრესის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენისთვის _ 15 მილიონი ლარი. აღნიშნული პროექტები 3 000 ჰექტარი სავარგულების ეფექტიან მორწყვას შეუწყობს ხელს.