გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი ჯო უილსონზე: უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, აშკარაა, ამის უკან რაღაც უნდა იდგეს

30-10-2026

ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ჯო უილსონის კორუფციულ სკანდალში გახვევას ეხებოდა.


„ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როდესაც კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკოსი ამდენ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით, იქ აშკარაა, რომ ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. კონკრეტულად რა იდგა ამის უკან, ამას დაადგენს შესაბამისი ამერიკული გამოძიება. ჩვენ ასევე ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკოსების მოხსენიება ლობისტურ კონტრაქტებში და ეს არის არასწორი პრაქტიკა. ჩვენთის ეს არის კორუფციული პრაქტიკა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.