გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება

30-10-2026

მეგობრულ რეჟიმში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია უნდა განხორციელდეს და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა საკითხის გადაჭრისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან და ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.


„ჩვენ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანულ მხარესთან. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. გარდა ბოლო 5 წლისა, მანამდე იყო კიდევ 30 წელი. 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,"- აღნიშნა პრემიერმა.