გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ შემოვლით გზებს კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, პირდაპირ აღნიშნა, რომ აპირებენ ქართული კანონის დარღვევას

30-10-2026

მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ შემოვლით გზებს კონკრეტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, პირდაპირ აღნიშნა, რომ აპირებენ ქართული კანონის დარღვევას, ამ ფონზე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ კვლავაც ფინანსდება ამა თუ იმ ფორმით უცხოური აგენტურის აქციები საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, ეს არის სამწუხარო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება.


„სამწუხარო დამოკიდებულებაა, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რაც იმედია, შეიცვლება მომავალში,"- აღნიშნა პრემიერმა.