გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა

30-10-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა.


მთავრობის მეთაურმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.


პროექტის შესახებ, რომლის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი აშშ დოლარია, პრემიერ-მინისტრებს დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.


სასტუმრო 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს.


გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.