გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა

31-10-2026

„ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა“, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის მაია ორჯონიკიძის განცხადების პასუხად, რომელიც ჩერგოლეიშვილს „ნასედკას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის „ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ერთადერთი „მოწმე“ იყო!“.


როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, მას ისეთ რამეს აბრალებენ, რაც ფართო საზოგადოების თვალში უპირატესობად ეთვლება.


„აი, ამ ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა. ასე უნდა გააგრძელოს და მის პოლიტიკურ საფლავზე შალახოს ვიცეკვებ. P.S. ღადაობა თან ისაა, რომ ისეთ რამეს მაბრალებენ, რაც ფართო საზოგადოების თვალში უპირატესობად მეთვლება - ასე რომ არ იყოს, სააკაშვილი კი არ იტყოდა, ახალაია ორჯერ მყავს ნანახიო და გაემიჯნებოდა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.