გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა და აფეთქდა

15-12-2017

ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თხევადი გაზი გადაჰქონდა, გადაბრუნდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა. მან სატვირთოდან გადმოსვლა აფეთქებამდე მოასწრო.

ინტერნეტ–გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სატვირთო ავტომანქანამ სავარაუდოდ მოსახვევში გასვლა ვერ შეძლო, რის გამოც გადაბრუნდა.  

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


წყარო:reginfo.ge


http://www.reginfo.ge/people/item/4209-axalzixe%E2%80%93axalqalaqis-gzaze-satvirto-avtomanqana-gadabrunda-da-apetqda