გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ ახალციხეში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

2-11-2026

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ახალციხეში, შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


ამ ეტაპზე სოფლის შიდა გზებზე წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა ბეტონის ღარები ლითონის ცხაურებით, ეზოში შესასვლელები და დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივები უსაფრთხო და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.