გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ

2-11-2026

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ სტაჟიორები, კურსდამთავრებულები და სპეციალისტები ეწვივნენ.


შეხვედრის მიზანს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის, სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი მიმართულებების გაცნობა წარმოადგენდა.


სტუმრებმა წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს და გაეცნენ ცენტრში მიმდინარე კვლევებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლის, მცენარეთა ჯანმრთელობის, ხარისხიანი და უვირუსო სარგავი მასალის წარმოებისა და მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების მიმართულებებს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა და ჰიდროპონიკის სათბური, სადაც გაეცნენ კვლევების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს.

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე სტუმრები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას მევენახეობა-მეღვინეობის, ხეხილოვანი კულტურებისა და აგრობიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ვაზისა და ხეხილის გენეტიკური რესურსების შესწავლას, იშვიათი და ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და მათი სამომავლო გამოყენების მნიშვნელობას. სტუმრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე და ამპელოგრაფიული კოლექცია, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება. ასევე გაეცნენ მცენარეთა დაცვის თანამედროვე მიდგომებსა და მრავალწლოვანი კულტურების კვლევის პროცესს.


მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების, მიმდინარე სამეცნიერო პროექტებისა და კვლევების პრაქტიკული შედეგების შესახებ.


აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრსა“ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელია გრძელდება. მსგავსი პროფესიული და საგანმანათლებლო შეხვედრები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, დარგში მომავალი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და აგრარული სექტორის სამეცნიერო პოტენციალის უკეთ გაცნობას.