გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს

2-11-2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა.


„ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“, - აღნიშნულია სიტყვაში, რომლითაც მერცმა თავისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლა დაგეგმა. გამოსვლის ამონარიდები სააგენტო dpa-ს ორშაბათს გადაეცა.


„კანონდამრღვევნი კანონის მთელ სიმკაცრეს იგრძნობენ. ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის პოლიციელებსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ან ძარცვავს მაღაზიებს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, აბუჩად იგდებს საზოგადოებასა და ახალგაზრდების კანონიერ ინტერესებს“, - ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა თავის გამოსვლაში.


მერცმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციას და აღნიშნა, რომ მათ სანიმუშოდ იმოქმედეს.


მისი თქმით, მთავარი პოზიტიური გზავნილი, რაც ამ შაბათ-კვირიდან გამოიტანა, არის ის, რომ „ახალგაზრდა თაობა პოლიტიკურად აქტიურია და საკუთარ მომავალზე ზრუნავს“.