გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან - ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად

4-11-2026

„ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები წამყვან კორპორაციებთან გამართა.


„ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან დისტრიბუციის, ლოგისტიკის, იმპორტის მიმართულებით. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის მიმართულებით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.


მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრებს შორის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.