გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა

7-11-2026

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. საველე კომპონენტის აღსრულების ფაზა ტყიბულისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.

 

კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი დივერსიული აქტების შედეგების ლიკვიდაციას, ხანძრის ქრობასა და მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებდა. სწავლების ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კრიზისის რაიონის იზოლირება, დივერსიული აქტის აღკვეთა, ხანძრის ქრობა, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციაც.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართულ დასკვნით საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

სწავლების მთავარ მიზანს სხვადასხვა კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწა, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და კრიზისებზე ეფექტური რეაგირება წარმოადგენდა. „პარტნიორი-2026“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

 

წვრთნებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა, კულტურის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები.