გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს

9-11-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 53 ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტია.


ქვეყნის მასშტაბით, სამართალდარღვევის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 53 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებიდან 19 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 ქვემო ქართლში, 8 სამცხე-ჯავახეთში, 6 გურიაში, 5 იმერეთში, 3 შიდა ქართლში, 2 მცხეთა-მთიანეთში და 1 კახეთში გამოვლინდა.


ამასთან, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი დაფიქსირდა.

„მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 561 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებითაც აღჭურვილია რეგიონული სატყეო სამსახურები. მათი გამოყენება მონიტორინგის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის და უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების გამოვლენას უწყობს ხელს.


ეროვნული სატყეო სააგენტო, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბენაშვილმა.